გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში ქუჩის მუსიკის ფესტივალი გაიმართება

7-11-2018

დედაქალაქში ქუჩის მუსიკის ფესტივალი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, ქართველი მსმენელის წინაშე 150-მდე მუსიკოსი წარსდგება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


მისი თქმით, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, ასევე, თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მხარდაჭერით, ქართველი მუსიკოსები 10 ნოემბერს, აღმაშენებლის გამზირზე, პუშკინის სკვერსა და დედაენის ბაღში დაუკრავენ.


„ქუჩის მუსიკის ფესტივალის ფარგლებში, მუსიკოსები თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, 15:00-დან 22:00 საათამდე, ერთდროულად დაუკრავენ და საზოგადოებას საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ. ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელთაც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება უნდა მივცეთ. ამ მიმართულებით, თბილისის მერიის მხარდაჭერა და თანადგომა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


მისივე თქმით, თბილისში ასევე, ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქს ღამის მერები და ურბანული განვითარების, კულტურის მენეჯმენტის შესაბამისი ექსპერტები ეწვევიან. წელს, აღნიშნულ ღონისძიებას ცხრა ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან.


„პარალელურად, კლუბები, საკონცერტო დარბაზები და რესტორნები ფორუმის დღეებშიერთვებიან. აღნიშნული ღონისძიება ჩვენს დედაქალაქში 30 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. გვინდა, რომ საუკეთესო ქვეყნების მაგალითები გადმოვიტანოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ღამის ეკონომიკის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930