გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: ხონის სასჯელაღსრულების ყოფილმა შენობამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის სახე და სისასტიკის მასშტაბურობა

3-06-2025

ხონის სასჯელაღსრულების ყოფილმა შენობამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის სახე და სისასტიკის მასშტაბურობა, ისეთ პირობებში ყოფნაც კი, რაც ხონის ციხეში იყო, უკვე წამების ტოლფასია, აღარაფერს ვამბობ დამატებით, ფიზიკურ, თუ მორალურ ტკივილზე, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ვიზიტს ხონის ყოფილ N13-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.


ჩიხელიძის განცხადებით, ხონის ციხის მსგავსი სისასტიკის შემქმნელები დღეს იმაზე წუწუნებენ, რომ ნიკა მელიამ საკანში ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურება ვერ შეძლო, მაშინ, როცა „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს პატიმრები დღეების კედელზე ითვლიდნენ, რადგან გარე სამყაროსთან კომუნიკაციის უფლებას არ აძლევდნენ.


„ხონის სასჯელაღსრულების ყოფილმა შენობამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის სახე და სისასტიკის მასშტაბურობა, ისეთ პირობებში ყოფნაც კი, რაც ხონის ციხეში იყო, უკვე წამების ტოლფასია, აღარაფერს ვამბობ დამატებით, ფიზიკურ, თუ მორალურ ტკივილზე, რომელსაც პატიმრები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს განიცდიდნენ. ამ სისასტიკის და რეჟიმის შემქმნელები დღეს იმაზე წუწუნებენ, რომ თურმე მელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურება ვერ შეძლო, მაშინ, როცა მათი მმართველობის დროს ადამიანები დღეების აღრიცხვას კედელზე ახდნენ, რადგან გარე სამყაროსთან კომუნიკაციის უფლებას არ აძლევდნენ. ხონის ციხე პირვანდელი სახით უნდა შენარჩუნდეს, როგორც ნაციონალური რეჟიმის გასამართლების უტყუარი მტკიცებულება, მან საზოგადოებას მწარე სიმართლე უნდა შეახსენოს, სადაც ცხოვრება, ათასობით პატიმარს უწევდა“, - წერს დავით ჩიხელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031