7-11-2018
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, 7 ნოემბერი სადიზმის ერთ-ერთი გამოხატულებაა.
„7 ნოემბერი არის სადიზმის ერთ-ერთი გამოხატულება და საზოგადოებისადმი დამოკიდებულების, რაც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთი სეგმენტი და ერთი ეპიზოდია ჩვენი განვლილი ცხოვრების.
ეს არის სიმბოლო ისევე, როგორც ის ყავარჯნებიანი კაცი იქცა 7 ნოემბრის სიმბოლოდ, თორემ ამის მიღმა უამრავია, რაც არის ჩადენილი და გაკეთებული. უამრავი ხალხია გაუბედურებული, რომელთა მძიმე მდგომარეობა დღემდე მემკვიდრეობად მოგვყვება,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.