გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილი: ჩვენს მშვიდობიან ბრძოლას არ შევწყვეტთ, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ამ სამარცხვინო მავრთულხლართების ბოლო მეტრი არ დაიშლება

7-11-2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსი ოკუპანტების მიერ უკანონო ბორდერიზაცია შეჩერდეს. 

მისივე თქმით, ახალი მავრთულხლართების გავლებით ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა პრობლემები კიდევ უფრო გართულდება.

„ჩვენ ამას არ შევეგუებით, არ გავტყდებით, კიდევ უფრო გავძლიერდებით და ჩვენს მშვიდობიან ბრძოლას არ შევწყვეტთ, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ამ სამარცხვინო მავრთულხლართების ბოლო მეტრი არ დაიშლება. მე დღეს აქ ყოფნით მინდა ატოცის მოსახლეობის მიმართ მხარდაჭერა გამოვხატო. დღეს ფიზიკურად ვარ აქ და ასე გამოვხატავ მხარდაჭერას. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა ემსახურება ამ ხალხის იტნერესებს და იმ ხალხის ინტერესებს, ვინც ამ მავრთულხლართების პოლიტიკითაა დაზარალებული. დღეს რასაც აკეთებენ ესენი, ეს არის რომ შემოსაზღვრონ სამხედრო გეტო, სადაც 20-30 ათასი მოსახლე ცხოვრობს, ფაქტობრივად დაცლილი ცხინვალის იზოლაციას აკეთებენ და მათთვის, ვინც იქ არის დარჩენილი გაუსაძლის პირობებს ქმნიან,“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საოკუპაციო ზოლზე, სოფელ ატოცში, რუსმა ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაცია გუშინ დაიწყეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930