7-11-2018
თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 66 წლის ქალი გარდაიცვალა.
ცეცხლი სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა. დამწვარია 60 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი.
ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს.
„ნავთლუღის ქუჩის ნომერ ორში საცხოვრებელი სახლი იწოვდა. ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადა გამოცხადდა. პირველ სართულზე ღია ცეცხლი და დიდი დაკვამლიანება იყო. მესამე სართულიდან იქნა ევაკუირებული 3 მცირეწლოვანი ბავშვი და 2 ზრდასრული მოქალაქე. სამწუხაროდ, ცეცხლმოკიდებულ ბინაში 66 წლისს ქალბატონი გარდაცვლილი დაგვხვდა“, - განაცხადა ისანი-სამგორის რაიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა, ილია გოგიძემ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.