გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: გირგოლ ვაშაძემ ძალადობრივი რეჟიმის არქიტექტორების და უშუალო მწამებლების უპირობო შეწყალება ღიად დაანონსა

7-11-2018

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დოიჩე ველესთან ინტერვიუთი ძალადობრივი რეჟიმის არქიტექტორების და უშუალო მწამებლების უპირობო შეწყალება ღიად დაანონსა.

 

ეს განცხადება მან დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

„დოიჩე ველესთან ინტერვიუთი გრიგოლ ვაშაძემ  „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ კვირიანი მასკარადი ვითომდა მათ კონსტრუქციულ გეგმებზე დაასრულა.

 

მან  პრაქტიკულად ჩვენება მისცა  „დოიჩე ველეს“ და კვლავ ღიად დაანონსა, ძალადობრივი რეჟიმის არქიტექტორების და უშუალო მწამებლების უპირობო შეწყალება.

 

ჩვენ გვაქვს არაორდინალური სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი, არა ქვეყნის განვითარებას, არა საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობის პირნათლად შესრულებას, არამედ ასი ათასი კაცის გამოყვანას და ქვეყანაში არეულობას დაწყებას გვპირდება.

 

ყველასათვის ნათელია, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთადერთი მიზანი, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ქართველ ხალხზე შურისძიებაა, რაც ვაშაძემ საკუთარ ინტერვიუში კიდევ ერთხელ დაადასტურა.

 

დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოება 7 ნოემბრის ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედებს კიდევ ერთხელ გასცემს საკადრის პასუხს.

 

სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ქართველ ხალხთან ერთად არის და იქნება იმის გარანტი, რომ საქართველოში აღარასდროს განხორციელდება ნაციონალური მოძრაობის   რევანშისტული, რევოლუციური ზრახვები და არავის მივცემთ კანონის ჩარჩოებიდან გასვლის უფლებას.

 

ამის პირობას ვაძლევთ თითოეულ მოქალაქეს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930