გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აგვისტო 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი სამხარაძე გენპროკურორის მოადგილედ გიორგი გვარაკიძის დანიშვნაზე: სანამ დაიწყებენ წიოკს, ვანო მერაბიშვილის საქმის გამო დააჯილდოვესო, გეტყვით, რომ მერაბიშვილის დაჭერის გარდა, უამრავი საქმე გამოიძია, უპატიოსნესია, პროფესიონალი და პატრიოტი

4-06-2025

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის მოადგილედ გიორგი გვარაკიძის დანიშვნას, რომელიც გენერალური პროკურორის მოვალეობასაც შეასრულებს და აღნიშნავს, რომ გვარაკიძე პატიოსანი, პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანია. სამხარაძის განცხადებით, სანამ ოპონენტები „წიოკს“ დაიწყებენ, თითქოს, გვარაკიძე ვანო მერაბიშვილის დაჭერის გამო დააწინაურეს, ამის გარდა, მან უამრავი საქმე გამოიძია.


„სანამ თვითონ დაიწყებენ წიოკს, ვანო მერაბიშვილის საქმის გამო დააჯილდოვესო, მე გეტყვით, რომ მერაბიშვილის დაჭერის გარდა უამრავი საქმე გამოიძია, უმაგრესი ბიჭია, უპატიოსნესი, პროფესიონალი და პატრიოტი! მე რაც ძალიან მიხარია, ნაღდი, ჯიგარი ქუთაისელი და კოლორიტი ოჯახის შვილი! წარმატებები გიორგის!“, - წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031