7-11-2018
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდში ამ ეტაპზე ფუნდამეტური საკადრო ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა კადრების გადახალისება სჭირდებათ.
მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიას მომზადება სჭირდება, რათა ამომრჩევლის წინაშე სათანადო სიით წარდგეს.
„არავითარი ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება კადრების გადახალისება. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. მანამდე ჩვენ გვჭირდება მომზადება იმისათვის, რომ სათანადო სიით წარვდგეთ ამომრჩევლის წინაშე“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე - შესაძლოა თუ არა, პარტიაში დაბრუნდნენ ძველი სახეები, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მთავარია, კადრები ობიექტურად შეირჩნენ და აქ გათვალისწინებული იქნება ყველა შესაბამისი კრიტერიუმი.
„ჩვენთვის მთავარია, რომ შეირჩნენ კადრები ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად და აქ იქნება გათვალისწინებული ყველა შესაბამისი კრიტერიუმი, მათ შორის, რა თქმა უნდა, დამსახურება პარტიის წინაშე დადამსახურება იმ ბრძოლაში, რომელიც გამოვიარეთ ჩვენ, მათ შორის 2012 წელს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.