გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: 7 ნოემბერს „ნაცმოძრაობა“ თავისი სახით წარსდგა და ეს არის ის სახე, რომლითაც დღემდე მოდის

7-11-2018

„7 ნოემბერი არის დღე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სასტიკი სახით წარსდგა საზოგადოების წინაშე და ეს არის ის სახე, რომლითაც, სამწუხაროდ, დღემდე მოდის „ნაციონალური მოძრაობა“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 11 წლის წინ, ხალხი დემოკრატიისთვის იბრძოდა და ეს ბრძოლა 2012 წელს დაგვირგვინდა. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ ბრძოლით მოპოვებული შედეგი - თავისუფლება და დემოკრატია იქნას შენარჩუნებული.

„7 ნოემბერი არის დღე, რომელიც ყველას კარგად გვახსოვს. ეს არის დღე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სასტიკი სახით წარსდგა საზოგადოების წინაშე. ეს არის ის სახე, რომლითაც დღემდე მოდის, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“. მაშინ ხალხი იბრძოდა დემოკრატიისთვის და ეს ბრძოლა დაგვირგვინდა 2012 წელს, როდესაც განხორციელდა ნამდვილი დემოკრატიული გარდატეხა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მიღწევა, შევინარჩუნოთ თავისუფლება და დემოკრატია, რომელიც არის სწორედ ამ ბრძოლით მოპოვებული შედეგი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930