გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ბათიაშვილი: „ნაცმოძრაობის“ სცენარი ნათელია, მასობრივი დესტაბილიზაცია და არეულობა

7-11-2018

უშიშროების ექსმინისტრისა და ყოფილი პოლიტპატიმრის, ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავს.


ეს განცხადება მან რუსთაველის თეატრში გამართულ შეკრებაზე გააკეთა.


„ვიცი, რომ საღად მოაზროვნე ხალხი ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენს და ამიტომ, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ ჩვენ გამარჯვებაში, ჩვენი ქვეყნის მომავალში.


დიდი ინგლისელი მოაზროვნე ედმუნდ ბიორკი ამბობდა: ერთადერთი, რაც საჭიროა ბოროტების ტრიუმფისთვის, არის ის, რომ კარგი ადამიანები არაფერს ვაკეთებდეთ. დღეს ჩვენ ვდგავართ ალტერნატივის წინაშე. ან ჩვენი უმოქმედობითა და პასიურობით გზას გავუხსნით საქართველოში ბოროტებას ხელახლა, ან კიდევ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ერთხელ და სამუდამოდ დავასამარებთ შავბნელი ძალის მობრუნებას ჩვენს ქვეყანაში.


პირდაპირ გეტყვით, არ დავმალავ, მრცხვენია, რომ ამდენი წლის შემდეგ აქ ვდგავარ და კიდევ ამ თემებზე ვლაპარაკობ. ასეთი განწყობა აქვს ალბათ ბევრ ჩვენგანს, ამდენი წლის შემდგომ კიდევ რომ „ნაცმოძრაობის“ და სააკაშვილის საკითხებზე მიწევს ლაპარაკი და კიდევ მიტინგზე ყოფნა. ეს მე ნამდვილად მეუხერხულება, ამის გამო დისკომფორტს ვგრძნობ, მაგრამ რას იზამ.


სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ თავისი ამორფული, უხერხემლო პოლიტიკით მოახერხა ის, რომ გააცოცხლა ეს აგონიაში მყოფი ძალა და ის მობრუნებით გვემუქრება.


რა თქმა უნდა, შეცდომები დაშვებულია და ამ შეცდომების გამოა, რომ მოსახლეობის, ჩვენი გაჭირვებული ხალხის დიდ ნაწილში მართლაც არის ასეთი ნიჰილიზმი, უფრო მეტიც, აგრესიული მუხტი. ყველაფერ ამას ჩვენ გაგებით უნდა ვეკიდებოდეთ, მაგრამ თვალებს ნუ დავიბრმავებთ და კარგად დავინახოთ ის რადიკალური სხვაობა, რაც არსებობს თეთრსა და შავს შორის, ისე ძველ სისხლიან რეჟიმსა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის, თუნდაც გაკეთებული საქმეების მხრივ. არ შეიძლება ჩვენ ამაზე დავბრმავდეთ და ეს დიდი სხვაობა არ დავინახოთ. ყველა თვალსაზრისით ბიზნესის თავისუფლებით, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით მასმედიის თავისუფლების თვალსაზრისით და ა.შ.


მე აბსოლუურად მესმის ჩვენი მოსახლეობის ესოდენ დიდი კრიტიკული განწყობილებისა. დღეს „რუსთავი 2“ მუშაობს პირდაპირ და შეუსვენებლივ, რათა 24 საათის განმავლობაში ტვინი გამოურეცხოს ჩვენ საზოგადოებას, მოსახლეობას, უფრო მეტიც, ეს მუშაობა პირდაპირ მიმართულია იქით, რომ ნიადაგი მოამზადოს საქართველოში მასობრივი დესტაბილიზაციისა და არეულობისთვის. ეს მე მგონი ყველას კარგად გვესმის,“ -განაცხადა ბათიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930