გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იმერეთის პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა

8-06-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ფაქტზე ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 2002 წელს დაბადებული ტ.ტ. დააკავეს.


ინფორმაციას შსს ავრცელებს.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა.


პოლიციამ ტ.ტ.-სგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.


სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით და 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031