7-11-2018
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ხეხილ სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, გარდაბნის სანერგე მეურნეობის, რეხის, ბარაკონის, აგიაშვილის, გურამ გაბისკირიას, ნადირა ხოშარაულის და ნატო გაბუნიას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
12 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლები, ხოლო 12 საათიდან 18 საათამდე რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლები.