გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: როგორც კი გამოგვესარჩლნენ სასულიერო პირები, მათაც სცემეს - ბერებს ურტყეს და ძირს დაყარეს

9-06-2025

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა ნიკოლოზ გოგუაძემ ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დეტალები გაიხსენა, როდესაც 2011 წლის 26 მაისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 24 ადამიანი დააკავეს.


გოგუაძის განცხადებით, სასულიერო პირები როგორც კი გამოესარჩლნენ ყინწვისის მონასტერში დაკავებულებს, სპეცრაზმმა მათაც დაუწყო ცემა.


„ჩვენი დაკავებისას სასულიერო პირებს რეაქცია ჰქონდათ, რას შვრებითო და როგორც კი გამოგვესარჩლნენ სასულიერო პირები, მათაც მოხვდათ. მარტივად რომ ვთქვათ, ბერებსაც სცემა სპეცრაზმმა - კონკრეტულად ვინ ურტყამდა, ყურადღება მაშინ არ მიმიქცევია, იმიტომ, რომ ერთადერთი [მეგის] ქარდავა და კიდევ ერთი ადამიანი იყო ნიღბის გარეშე, დანარჩენი ყველა ნიღბებში იყო. ყველამ დავინახეთ, რომ ბერები სცემეს, უმოწყალოდ არ უცემიათ, მაგრამ ურტყეს და ძირს დაყარეს ყველა ამ ცემის შედეგად“, - განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.


შეგახსენებთ, რომ ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს, გამოძიებამ არც ერთი საგამოძიებო მოქმედება სათანადოდ არ ჩაატარა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031