გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ ყინწვისის სპეცოპერაციაზე: ოფიციალურ საბუთში წერია, რომ მე ვაპირებდი, ოსეთიდან შემომეყვანა 2 ათასი ქართულად მოლაპარაკე რუსი სპეცრაზმელი და თბილისი უნდა აგვეღო

9-06-2025

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის საქმე განიხილება, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათ ბრალად ედებოდათ, რომ თითქოს „ჩვენ შემოგვყავდა 2 ათასი ქართულად მოლაპარაკე რუსი სპეცრაზმელი“.


„ოფიციალურ საბუთში წერია ასეთი რაღაც, რომ მე ვაპირებდი, საქართველოს ტერიტორიაზე ოსეთიდან შემომეყვანა 2 ათასი ქართულად მოლაპარაკე რუსი სპეცრაზმელი და თბილისი უნდა აგვეღო. აღვშფოთდი, რომ რა ქართულად მოლაპარაკე 2 ათასი რუსი სპეცრაზმელი, სიგიჟეს მეუბნებით მეთქი და ამაზე საერთოდ გადაირივნენ და კიდევ საშინლად მცემეს ადგილზე. ეს უკვე მთავარ სამმართველოში [ხდებოდა]. ჩვენი ცემა-წამება გაგრძელდა ციხემდე და მარტო მთავარი სამმართველოთი არ დასრულებულა ჩვენი ისტორია“, - განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031