გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე: თბილისის მთავარ სამმართველოში თითები დაგვამტვრიეს, დამოუკიდებლად ფეხზე ვეღარ ვიდექი, არავის ეგონა, რომ გადავრჩებოდი

9-06-2025

„თბილისის მთავარ სამმართველოში თითები დაგვამტვრიეს, მე მაგალითად, ფრჩხილები დამატეხეს ხელზე სკრეპის ამოსაღებით“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულმა ნიკოლოზ გოგუაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.


ნიკოლოზ გოგუაძე იხსენებს სამმართველოში ყოფნის პერიოდს და ამბობს, რომ ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ დროებითი დაკავების იზოლატორის უფროსმა და შემდეგ ციხემაც მის მიღებაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ „აქ მოგვიკვდებაო“.


„თითები მქონდა დამტვრეული. საერთოდ მთავარი სამმართველოს შემდეგ დამოუკიდებლად ფეხზე ვეღარ ვიდექი და იძულებულები იყვნენ, გადამიკიდებდნენ, წამიყვანდნენ და წამომიყვანდნენ. მთავარი სამმართველოს „კაპეზემ“, ჩემდა გასაოცრად, უარი განაცხადა ჩემს მიღებაზე. არ მივიღებთო, გაწვა ის კაცი, ვინც იყო მთავარი სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორის უფროსი, რომ მოკვდებაო. ნამდვილად არავის ეგონა, რომ გადავრჩებოდი, ისეთ დღეში ვიყავი და სადმე სხვაგან წაიყვანეთო. საბოლოო ჯამში, მაინც გამაფორმეს და შემიყვანეს. ზუსტად იგივე პრობლემა ჰქონდა ციხესაც ჩემი მიღების. ციხემაც გააპრობლემა, არ უნდოდათ ჩემი მიღება იმიტომ, რომ აქ მოგვიკვდებაო“, - განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031