გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლონეთის ქალაქებში ქართული ღვინო წარადგინეს

8-11-2018

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში „EnoExpo 2018”ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია  მონაწილეობს.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, „EnoExpo 2018”-ს ფარგლებში გამართულ კონკურსში  კომპანიის  „ვაზისუბნის მამულები“ ღვინომ „საფერავი 2017“ ვერცხლის და კომპანიის „თელავის ღვინის მარანი“ ღვინომ „მარანი საფერავი ბიო 2017“ ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.


ქართული ღვინის წარდგენა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაშიც გაიმართა - ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ჩატარებულ  ღონისძიებას “ქართული სამზარეულო და ღვინო“, სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,Vinisfera“-ს  ხელმძღვანელი მარიუშ კაპჩინსკი უძღვებოდა. ქართული ღვინის წარდგენას ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, სავაჭრო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.


ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 9 ნოემბერს, ქართული ღვინის კიდევ ერთი დეგუსტაცია კრაკოვში   გაიმართება.


პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობები იმართება.


ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში პოლონეთმა სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 2,8 მლნ  ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 30% შეადგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031