გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ კავთისხევში 3 სხვადასხვა კატეგორიაში საცხენოსნო ასპარეზობა გაიმართა

17-06-2025

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში კავთობის წმინდა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 3 სხვადასხვა კატეგორიაში საცხენოსნო ასპარეზობა გაიმართა.


დოღში სულ 19 ცხენოსანი მონაწილეობდა: კასპიდან, თიანეთიდან, ხარაგაულიდან, სოფელ დიღომიდან, ნიჩბისიდან, ძეგვიდან, კავთისხევიდან, პატარა ქანდადან, მეტეხიდან და ბაზალეთიდან.


🥇 სამივე კატეგორიიდან პირველი ადგილები მოიპოვეს: გოგიტა კოწოწაშვილმა (თიანეთი), გიორგი ფურცელაძემ (პატარა ქანდა) და გიორგი მერებაშვილმა (ნიჩბისი).
🥈 მეორე ადგილები დაიკავეს გიორგი ფურცელაძემ (ყაზბეგი), ნიკოლოზ ფერაძემ და (ხარაგაული) და ნიკოლოზ ტატანაშვილმა (მეტეხი).
🥉 მესამე ადგილები: დავით მგელიაშვილმა (ბაზალეთი), გოგიტა კოწოწაშვილმა (დიღომი) და ანზია მაზმიშვილმა (კავთისხევი).


გამარჯვებულებს პრიზები კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, მერიის სპორტის გაერთიანების დაწესებულებების ხელმძღვანელმა შოთა გოგიაშვილმა, მერიის კულტურის, განათლების და სპორტის სამსახურის სპეციალისტმა გოდერძი მარიდაშვილმა და ყოფილმა ცხენოსანმა ბაჩუკი ბედოიძემ გადასცა.


ქართული ტრადიციების აღდგენის და დამკვიდრების ღონისძიების ორგანიზატორი და დამფინანსებელი კასპის მუნიციპალიტეტის მერია იყო, რომელიც 4 წელია ტრადიციად დამკვიდრებული საცხენოსნო ასპარეზობის მხარდამჭერია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031