გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა შათირიშვილი „დიფ სთეითზე“: სანამ ჩვენ ვინარჩუნებთ ეროვნულ იდენტობას, სანამ ჯერ კიდევ ქალი ქალია, ხოლო კაცი კაცი, სანამ გვაქვს რწმენა და მაღალი მატერიალური მიზნები, იქამდე ჩვენი დამარცხება და მათ სამსახურში მონებად ჩაყენება ძალიან რთული იქნება

17-06-2025

სხვადასხვა ქვეყნისთვის სახელმწიფოებრიობის გაუქმება და კორპორაციული მმართველობის შემოღება არის ამ ქვეყნებისათვის და ხალხისთვის კატასტროფისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი,- ვკითხულობთ, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მორიგ წერილში, რომელიც მან  კორპორაციულ მმართველობაზე და ზოგადად, სახელმწიფოების გაუქმებისა და ერთპიროვნული მმართველობის ამოცანებზე ანალიზსს მიუძღვნა.

 

ზაზა შათირიშვილის განცხადებით, კორპორაციული მმართველობა არის მხოლოდ შირმა და ფარსი, შესაბამისად ამ გადაწყვეტილებით ოლიგარქები მათი ერთპიროვნული მმართველობის დაკანონებას მოახდენენ და კიდევ უფრო გაიმარტივებენ ხალხის მათ მსახურებაში ჩაყენებას.

 

„მართალია, ამ ყველაფერს ოლიგარქიული ოჯახები ნაცადი პროპაგანდით ლამაზად შეფუთავენ, მაგრამ კორპორაციული მმართველობა არის მხოლოდ და მხოლოდ შირმა და ფარსი - ამ გადაწყვეტილებით ოლიგაქრები მათი ერთპიროვნული მმართველობის დაკანონებას მოახდენენ და კიდევ უფრო გაიმარტივებენ ხალხის მათ მსახურებაში ჩაყენებას“,-წერს ზაზა შათირიშვილი.

 

შათირიშვილის განცხადებით, სანამ  ქართველი ერი ინარჩუნებს ეროვნულ იდენტობას, სანამ ჯერ კიდევ ქალი ქალია, ხოლო კაცი კაცი, სანამ ერს აქვს  რწმენა და მაღალი მატერიალური მიზნები, იქამდე ქართველების დამარცხება და მათ სამსახურში მონებად ჩაყენება ძალიან რთული იქნება ისეთი ძლევამოსილი ოჯახებისთვისაც კი, როგორიც ოლიგარქიული დიქტატორები იგივე „დიფ სთეითია“.

 

„"დიფ სთეითი", იგივე არაფორმალური ოლიგარქები არიან კონკრეტული სახელები და გვარები, კონკრეტული ოჯახები და დინასტიები, რომლებსაც თავი ნახევრად ღმერთებად მიაჩნიათ, ხოლო ჩვენ, დანარჩენი ადამიანები მათთვის ეგრეთ წოდებული "გოები", ცხოველის დონემდე დასული არსებები ვართ. მოვა დრო და მათ შესახებ დეტალურ ინფორმაციას გამოვაქვეყნებ, დეტალურად აღვწერ საზოგადოებისთვის რა ძალასთან გვაქვს საქმე, რა არის მათი საბოლოო მიზანი და როგორი ფანატიზმით არის გამსჭვალული მათი გეგმები, თუმცა იქამდე საზოგადოებას ვეტყვი, რომ სანამ ჩვენ ვინარჩუნებთ ეროვნულ იდენტობას, სანამ ჯერ კიდევ ქალი ქალია, ხოლო კაცი კაცი, სანამ გვაქვს რწმენა და მაღალი მატერიალური მიზნები, იქამდე ჩვენი დამარცხება და მათ სამსახურში მონებად ჩაყენება ძალიან რთული იქნება ისეთი ძლევამოსილი ოჯახებისთვისაც კი, როგორიც ოლიგარქიული დიქტატორები არიან“,- წერს ზაზა შათირიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031