გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან მაჭავარიანი შაჰინის განცხადებაზე: გიორგი ბაჩიაშვილი ბრალდებულია თაღლითობაში, ისინი კი ხელს აფარებენ თაღლითს

17-06-2025

ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი შეეხო აშშ-ის სენატორის ჯინ შაჰინის მიერ გაკეთებულ განცხადებას გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით.


ლევან მაჭავარიანი მოუწოდებს ჯინ შაჰინსა და მის კოლეგებს, რომ თვალი გადაავლონ, თუ რა მაღალ დონეზე ჩატარდა თაღლითობაში ბრალდებული ბაჩიაშვილის დაკავების ღონისძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ.


„გიორგი ბაჩიაშვილი ბრალდებულია თაღლითობაში, ისინი ხელს აფარებენ თაღლითს და იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებით რაიმე კომენტარს აკეთებენ, მოდი, კარგად გადაავლონ თვალი, თუ რა მაღალ დონეზე ჩატარდა ეს ღონისძიება, რითაც ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ საქართველო შემდგარია, როგორც სამართლებრივი სახელმწიფო“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.


ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ის წერს, რომ ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ ცნობები ქართულ დემოკრატიაზე დარტყმას წარმოადგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031