გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი ჯინ შაჰინის განცხადებებზე: კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმისა, თუ როგორ უფრთხილდებიან საკუთარ აგენტებს საქართველოში

17-06-2025

ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის მიერ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა შეაფასა.


როგორც მან აღნიშნა, ეს განცხადება, კიდევ ერთი მკაფიო დასტურია, თუ როგორ უფრთხილდებიან საკუთარ აგენტებს საქართველოში და როგორ ცდილობენ ქურდობაში ბრალდებული პირის დაკავება დემოკრატიის უკუსვლად წარმოაჩინონ.


მათიკაშვილის თქმით, განცხადება იმაზეც მიუთითებს, რომ საქართველოს მიმართ არაჯანსაღი ინტერესი კვლავ ძალაშია.


„კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმის, თუ რა ზეწოლა ხორციელდება საქართველოსა და ქართველ ხალხზე, როგორ უფრთხილდებიან საკუთარ აგენტებს საქართველოში და როგორ ცდილობენ, რომ მრავალმილიონიან ქურდობაში, მიტაცებაში ბრალდებული პირის, ბაჩიაშვილის დაპატიმრება, წარმოადგინონ დემოკრატიაზე თავდასხმად და დემოკრატიის უკუსვლად. იმდენად აბსურდული და რეაქციულია განცხადების შინაარსი, რომ ამით კიდევ ერთი ხაზგასმა ხდება იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ, სამწუხაროდ, არაჯანსაღი ინტერესი კვლავ ძალაშია,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031