გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ სამხარაძე შაჰინის განცხადებაზე: არა ერთხელ მოგვისმენია მსგავსი განცხადებები, თუმცა, ეს სიახლეა, როდესაც დაუდასტურებელ ინფორმაციაზე ან ვარაუდებზე ხდება განცხადებების გაკეთება

17-06-2025

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა სენატორ ჯინ შაჰინის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ ცნობებს ქართულ დემოკრატიაზე დარტყმა უწოდა.


სამხარაძის თქმით, „დაუდასტურებელ ინფორმაციაზე ან ვარაუდებზე ხდება განცხადებების გაკეთება“. მისივე თქმით, თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს, შეუძლიათ მიმართონ როგორც ქართულ, ასევე გაერთიანებული საამიროების სამართალდამცველებს.


„არა ერთხელ მოგვისმენია მსგავსი განცხადებები, თუმცა, ეს სიახლეა, როდესაც დაუდასტურებელ ინფორმაციაზე ან ვარაუდებზე ხდება უკვე განცხადებების გაკეთება. არათუ დადასტურებული არ არის, საერთოდ სპეკულაციების სფეროდან არის. თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს მაშინ, მათ შეუძლიათ მიმართონ როგორც ქართულ, ასევე, გაერთიანებული საამიროების სამართალდამცველებს. ეს ეპითეტები, რომელსაც ასე უხვად ურიგებენ ხოლმე სხვადასხვა ადამიანებს მერე თვითონ ამ ეპითეტების გაუფასურებას იწვევს, სამწუხაროდ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031