გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმერ ციბულკო: თუ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება, ოდესა შვებით ამოისუნთქებს-მასთან ერთად სამშობლოში ქართველი მაფიოზებიც გაემგზავრებიან

8-11-2018

უკრაინელი პოლიტოლოგი, ვერხოვნა რადას ყოფილი წევრი ვლადიმერ ციბულკო დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, ოდესა შვებით ამოისუნთქებს.


ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ukranews“-ი წერს.


„როცა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ოდესის გუბერნატორად დანიშნა, ქალაქში თავისი გუნდი - მთელი ქართული მაფიოზური დესანტი ჩამოხვეტა.


ყოველი ოდესელი დაადასტურებს, რომ უკრაინის შავიზღვისპირა ქალაქში ქართული კრიმინალიტეტის აყვავება სწორედ მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ დაიწყო. „ქართული დესანტი „გადმოისხა“ არა მხოლოდ ოლქის ადმინისტრაციის კაბინეტებში, არამედ ოდესის ქუჩებშიც, ზღვისპირა სასტუმროებში, საბაჟოში, ნავსადგურში. უკრაინელმა სამართალდამცველებმა გამოარკვიეს, რომ მათ ახლო და თბილი კავშირები აქვთ მიხეილ სააკაშვილთან.

მალე საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება და თუ გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, ვფიქრობ, ოდესაში სიტუაცია გამოსწორდება - ახალი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს საქათველოს მოქალაქეობას დაუბრუნებს და მას მშობლიურ საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემა, შესაბამისად, მისი მაფიოზურ დესანტიც თავის პატრონს დაუბრუნდება. ამიტომაც არის იმის იმედი, რომ „სამხრეთის პალმირა“ - ოდესა შვებით ამოისუნთქებს“, - აღნიშნავს ვლადიმერ ციბულკო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031