გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 45,380 ფერმერმა 15.8 მლნ ლარი დახმარება უკვე მიიღო

19-06-2025

მიმდინარე სეზონზე, 45,380  მეთხილე ფერმერს,  31,673 ჰექტარზე თხილის ბაღებში მავნებლების და დაავადებების საწინააღმდეგოდ ღონისძიებების გასატარებლად,  15.8 მლნ ლარის ღირებულების აგროქულები დაერიცხა. სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში უკვე განაღდებულია  6.2  მლნ ლარზე მეტი.


თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აგროქულების დარიცხვის პროცესი მიმდინარეობს. შესაბამისი ქულები ეტაპობროვად დაერიცხება ყველა იმ პირს, ვინც   აკმაყოფილებს პროგრამის პირობებს და ბაღები რეგისტრირებული აქვს თხილის კადასტრში. 


სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერებს და დაინტერესებულ მხარეებს შეახსენებს, რომ აგრობარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე:  https://myliberty.ge/?id=agro

სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული  ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 აგვისტო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031