გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ლორთქიფანიძე: ქმრის ფულით დაფინანსებულ მამის გაზეთში სამი სტატიის გამოქვეყნება პუბლიცისტიკა არ არის

8-11-2018

სამოქალაქო აქტივისტის, ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, მას არ სურს, რომ პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის შვილმა, თაკო ჩარკვიანმა მილიონი ადამიანის სახელით ისაუბროს.

მან ჟურნალისტებს მოუწოდა რომ ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახის სხვა წევრებისთვის ეკითხათ, თუ რას ფიქრობენ ისინი არსებულ ვითარებაზე.

„მე არ მინდა საქართველოში მილიონი ადამიანის სახელით ისაუბროს ჯანსუღ ჩარკვიანის შვილმა, თაკო ჩარკვიანმა, რომელსაც პუბლიცისტობაზე პრეტენზია აქვს. პუბლიცისტი იცით ვინ არის? ადამიანი, რომელიც თავის ნამუშევრებს რამდენიმე გამოცემაში აქვეყნებს, რამდენიმე რეზონანსული წიგნი აქვს გამოცემული, რომელზეც საზოგადოება მსჯელობს. პუბლიცისტი არის ადამიანი, რომლის ნაშრომმაც საზოგადოების განვითარებას კვალი დაამჩნია, რომლის ნაშრომიც საყოველთაო დისკუსიის და განსჯის თემად იქცა. პუბლიცისტიკა არ არის ქმრის ფულით მამის დაფუძნებულ ჟურნალში 3 სტატიის გამოქვეყნება, რომელსაც არავინ კითხულობს და პუბლიცისტიკა არ არის მამის და ქმრის ავტორიტეტით საუბარი, დამოძღვრა და ყველა პრინციპზე უარის თქმა. 

პუბლიცისტიკა არ არის, ირმა სოხაძეს რომ ადანაშაულებდეს „გიხაროდენ, გიხაროდენ“-ს მღეროდიო, და იმავე „გიხაროდენ, გიხაროდენ“-ის ტექსტით მამამისი დეპუტატი რომ გახდა... ეს არ ახსოვს, მაგრამ ერთი მხარე რომ მღეროდა ეგ ახსოვს. მოვუწოდებ ჟურნალისტებს, რომ ბატონი ჯანსუღის ოჯახი არ შედგება მარტო მისი შვილისგან, სხვა წევრებიც ჰყავს და მათ შეეკითხეთ, რას ფიქრობენ,“ - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031