გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: 2007 წლის 7 ნოემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში

8-11-2018

2007 წლის 7 ნოემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღი საქართველოს  უახლეს ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის დღე, როდესაც სახელმწიფო, მაშინდელი რეჟიმი თავისი რეპრესიული მანქანით დაუპირისპირდა ქართველ ხალხს,  საკუთარ მოქალაქეებს, ფეხქვეშ გათელა მათი ღირსება და თავისუფლება.


„დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი არასოდეს დაუშვებს მსგავსი დღეების განმეორებას ჩვენს დემოკრატიულ ქვეყანაში და ბოლომდე იქნება ერთგული იმ ფასეულობების, რომელიც ჩვენ ერთად მოვიპოვეთ",  - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.  

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031