გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ჭოლაძე ჩორჩანას საგუშაგოზე: შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ მამუკა ბახტაძის ნათქვამი, რომ [საგუშაგოს გახსნაზე] არ იცოდა

19-06-2025

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ხელმძღვანელმა, გიორგი ჭოლაძემ, ჩორჩანას საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა.


მისი თქმით, იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის გადაწყვეტილების შესახებ არ იცოდა.


„შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ მამუკა ბახტაძის ნათქვამი, მის თითქმის ყველა შეხვედრაზე ვიჯექი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ შეიძლება სხვა შეხვედრა ჰქონოდა, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრთან, მაგრამ, ამ საუბრების შედეგად, გუშინწინ მქონდა ტელეფონზე საუბარი, არ იმყოფება საქართველოში და კიდევ ერთხელ ვკითხე რამე ხომ არ იყო, შემიძლია გითხრათ, რომ ეს მამუკა ბახტაძემ არ იცოდა“, - განაცხადა გიორგი ჭოლაძემ.


კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა კი აღნიშნა, რომ მთავრობის არც ერთ სხდომაზე არ განხილულა ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება და ირკვევა ისიც, რომ არც უშიშროების სამსახურმა იცოდა ამის თაობაზე.


„შემიძლია ის დავძინო, რომ მთავრობის არც ერთ სხდომაზე, ჩორჩანაში განვათავსოთ საგუშაგო თუ არა, არ განხილულა და ახლა ირკვევა, რომ არც უშიშროების სამსახურმა იცოდა იმის თაობაზე, რომ საგუშაგო უნდა განთავსებულიყო. ეს მიუთითებს, რომ არ იყო გათვლილი რისკები, რა შეიძლება ამას მოჰყოლოდა და რეალურად, ეს რისკები, როგორც ჩანს, ვერ გაითვალა და ჩამოიწია საოკუპაციო ხაზმა, რაც მან უარყო აქ რომ მობრძანდა, არც ერთი სანტიმეტრი არ დაკარგულაო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031