გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფისთვის ცენტრალური და თავდაცვის უწყების ბიუჯეტიდან თანხები მობილიზდება

8-11-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფისთვის ცენტრალური და თავდაცვის უწყების ბიუჯეტიდან თანხები მობილიზდება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

„სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ასევე  სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფა, რისი განხორციელებაც 2013 წლიდან დაიწყო, სწორედ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში და დღემდე 1634 ოჯახია ბინით უზრუნველყოფილი.  დარჩენილი 728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესის დაწყებისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით ცენტრალური და თავდაცვის უწყების  ბიუჯეტიდან თანხები მობილიზდება. 2020 წლისათვის ჩვენ შევძლებთ თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებას. ბინების გადაცემა სამ ეტაპად განხორციელდება და ის 2020 წლისთვის დასრულდება,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930