გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია რომეო მიქაუტაძის დაკავებაზე: არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, ყოფილი თანამდებობის პირი იქნება თუ მოქმედი - კანონი უზენაესია ყველასთვის, ასე რომ, ხელი ნურავის წაუცდება კორუფციაზე

21-06-2025

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის დაკავება შეაფასა, რომელსაც სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დააკავა.


კირცხალიას განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა სახელს, გვარსა და თანამდებობას, ვინაიდან კანონი უზენაესია და ნებისმიერი პირის მიმართ, კორუფციის გამოვლენის შემთხვევაში, კანონი იქნება უმკაცრესი.

„არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, თანამდებობას, ყოფილი თანამდებობის პირი იქნება თუ მოქმედი თანამდებობის პირი, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. კანონი უზენაესია ყველასთვის, ასე რომ, ხელი ნურავის წაუცდება იმაზე, რასაც ჰქვია კორუფცია და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება იმიტომ, რომ კანონი იქნება ნებისმიერ პირთან უმკაცრესი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031