19-01-2018
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სულ 31 ავტომობილი დაზიანდა, 17 მოქალაქეს უკვე ჩაერიცხა თანხა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ისნის რაიონის გამგეობაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, დანარჩენი 14 ავტომობილი შსს-ს ექსპერტიზაზეა და საბოლოო დასკვა ორშაბათს იქნება.
„სულ 31 ავტომობილი იყო დაზიანებული. 17 მოქალაქეს უკვე ჩაერიცხა თანხები, დანარჩენი შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზაზეა. ორშაბათს იქნება საბოლოო დასკვნა. ექსპერტიზა იკვლევს რამდენად დაზიანებულია ავტომობილი. უნდა დაიწეროს დასკვნა, რის მიხედვითაც შეფასდება და მოხდება თანხების დაზუსტება. შემდეგ გადაერიცხებათ თანხები მოქალაქეებს”, - აცხადებენ გამგეობაში.
რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლებიც შეთავაზებული თანხებით უკმაყოფილოები არიან, ისნის რაონის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სწორედ ამიტომ ხდება ხელახალი ექსპერტიზა, რომ კიდევ ერთხელ გადაიხედოს.
„აბსოლუტურად ყველა მიიღებს იმ თანხას, რაც მათ სჭირდებათ მანქანების შესაკეთებლად“, - აცხადებენ გამგეობაში.
18-12-2024