8-11-2018
შვედეთში საქართველოს საელჩო ერთ-ერთი მედია-საშულების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოსთვის ცნობილი გახდა მედია-საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, თითქოს მოქალაქეები ვერ ახერხებენსაელჩოსთან და საკონსულო დაწესებულებასთან კავშირს და კომუნიკაციას. ეს გახლავთ არასწორი ინფორმაცია, როგორც საელჩო, ასევე საკონსულო გადასულია მუშაობს განსაკუთრებულ რეჟიმზე და კომპეტენციის ფარგლებში უწევს დახმარებას საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვის დადგომის პროცესში. დიპლომატიური წარმომადგენლობის არცერთი თანამშრომელი არ არის შვებულებაში და ყველა ასრულებს პროფესიულ მოვალეობას.
რაც შეეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში გასულ სიუჟეტს, სადაც საქართველოს მოქალაქე ახდენს ვიდეოს დემონსტრირებას, თითქოს იმყოფება საელჩოს შენობაში,რომელიც დაკეტილია - მოგახსენებთ, რომ აღნიშნულ სართულზე, სადაც ვიდეოა გადაღებული საელჩო არ არის განთავსებული. ხოლო მოქალაქეები, რომლებიც საუბრობდნენ სიუჟეტში, ორივე მათგანი იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არცერთს ამ პროცესში პრობლემები არ შექმნია და არ მოუმართავს საკონსულო დაწესებულებისთვის დახმარების თხოვნით“-ნათქვამია განცხადებაში.