გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა სარალიძე: აქციის ადგილის შეცვლას არ ვაპირებ

9-11-2018

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, ხელისუფლებამ შვილმოკლულ მამებს პირდაპირ უთხრა, რომ მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს.

ზაზა სარალიძემ მერიას 1-ელ ნოემბერს აქციის გამართვისა და კარვების გათავსების თაობაზე მიმართა. მისი თქმით, მოთხოვნა იყო, რომ აციის ვადა 31 დეკემბრამდე გაეგრძელებინათ, რაზეც მერიისგან პასუხად მიიღო, რომ 7 ნოემბრიდან მათ აქციის ლოკაცია უნდა შეეცვალათ, რადგან ტერიტორიაზე ნაძვის ხის განთავსება იგეგმება.

“როგორც ცნობილია 2018 წლის 1-ელ ნოემბერს თბილისის მერიას მივმართე აქციის გაგრძელებასთან და ასევე, კარვების განთავსებასთან დაკავშირებით. ვადა მოვითხოვეთ 31 დეკემბრის ჩათვლით, რის პასუხადაც მივიღე წერილი, რომ 7 ნოემბრიდან ლოკაცია უნდა შევცვალოთ, რადგან აქ ნაძვის ხის დადგმას აპირებენ. 


ეს როგორც წესი ყოველ წელიწადს ხდება, მაგრამ წერილით პირდაპირ მოგვიწოდეს, რომ დატოვოთ ეს ტერიტორია. ჩვენ არავის ხელს არ ვუშლით, გვაქვს მშვიდობიანი მოთხოვნა, რომ ჩვენი შვილების მკვლელები პასუხისგებაში აუცილებლად იყვნენ მიცემულნი. ჩვენ არავის ხელს არ ვუშლით, არც იმ ბავშვებს, ვინც აქ უნდა გაერთონ, იმიტომ, რომ ყველა ქართველი შვილი არის ჩვენი შვილი, რომელთა მომავლისთვის ჩვენ დღეს ვიბრძვით, თორემ ჩვენ ჩვენი დასაკარგი შვილები უკვე დავკარგეთ. აქედან გამომდინარე, ეს თხოვნა არის, ბრძანება არის თუ, რაც არის, მე პირადად ვერ გავითვალისწინებ, რადგან ჩვენ აქ სამართლიანობის აღდგენის მიზნით ვდგავართ. პირადად ჩემი შვილი მიწაში წევს და ეს უკვე მეტისმეტია, პირდაპირ მეუბნება სახელმწიფო და ხელისუფლება, რომ ჩვენ თქვენს დასაკმაყოფილებლად არაფერს გავაკეთებთ. პირდაპირ გვითხრა დღეს ხელისუფლებამ, სადაც გინდათ იქ იყავით, ჩვენ არანაირ ნაბიჯს არ გადავდგამთ თქვენს მოთხოვნაზეო. არ მიცემენ პასუხისგებაში ჩვენი შვილების მკვლელებს და საერთოდ არაფრის გამოძიებას არ აპირებენ. ეს წერია ამ წერილში“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930