გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: ატოცში მომხდარმა ინციდენტმა „ნაცმოძრაობის“ სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინა

9-11-2018

ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ წინასაარჩევნო კამპანია ძალიან ბინძური ფორმატით წარიმართა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მისივე თქმით, ატოცში მომხდარმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა „ნაციონალური მოძრაობის“ სახე.


„სალომე ზურაბიშვილის, როგორც ქალის მიმართ, განხორციელდა არა ერთი შეურაცხმყოფელი განცხადება. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეაგირება. რაც ატოცში მოხდა, იყო ძალიან ცუდი ფაქტი. კიდევ ერთხელ გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, თუ რა ხალხია ამ მოძრაობაში და რა ხერხებით ცდილობენ ისინი ადამიანების მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედებების განხორციელებას. მეც ვუერთდები სოფო კილაძის მიმართვას, რომ ამ საკითხით უნდა დაინტერესდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ამას უნდა მოყვეს მათი მხრიდან შესაბამისი რეაგირება“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლანა ღვინჯილიამ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს გუშინ ატოცში ყოფნისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930