გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა გიგაური ზურაბიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე: აგრესიული ქმედებები, მითუმეტეს არაერთიკური გამონათქვამები მიუღებელია

9-11-2018

არამხოლოდ საოკუპაციო ხაზთან, მე ვფიქრობ, რომ ასეთი აგრესიული ქმედებები არის მიუღებელი, მითუმეტეს არაერთიკური გამონათქვამები, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ქარელის რაიონ სოფელ ატოცში, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პიარმენეჯერის ლანა ღვინჯილიას მიერ სალომე ზურაბიშვილის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამის შეფასებისას განაცხადა.

 

ეკა გიგაურის თქმით, საზოგადოებას კამათისა და საარჩევნო კამპანიის წარმართვის მაგალითი უნდა მიეცეს და მსგავსი გამონათქვამების გამოყენება არ უნდა მოხდეს.

 

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საზოგადოებას მივცეთ კამათისა და კამპანიის წარმართვის მაგალითი და ა.შ. რა თქმა უნდა, შეიძლება, რაღაც გამონათქვამებში ვიღაც პოლიტიკოსებს არ დაეთანხმონ, მაგრამ არაეთიკური გამონათქვამების გამოყენება და ასეთი აგრესია ჩემთვის და ჩვენი ორგანიზაციისთვის მიუღებელია”,- აღნიშნა მან.

 

ცნობისთვის, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პიარმენეჯერმა “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს გუშინ ჰკითხა, თუ “რა ნამუსით იყო საოკუპაციო ხაზთან ჩასული და ჯერ თქვას, ომი ვისი ბრალია“, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ის ჩავიდა, როგორც მომავალი პრეზიდენტი და „ახლა განცხადებების დრო არ არის“. გარდა ამისა, მან სალომე ზურაბიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამი გამოიყენა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930