გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აგვისტო 26, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა

1-07-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული შ.ნ. დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. 


უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, 23 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შემდგომში გასაღების მიზნით, ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით, ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდა.


სამართალდამცველების მიერ, ბრალდებულის მიერ მითითებული ლოკაციიდან, 6 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკია ამოღებული. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია ელექტრო სასწორი.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-260-ე ტერცია და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031