19-01-2018
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მრევლს მოუწოდა ნაკურთხი წყალი სახლს და ახლობელ ადამიანებს ასხურონ. მისი განმარტებით, წმინდა სამება იხსნის კაცობრიობას ბოროტისაგან.
ამის შესახებ ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებულ საღვთო ლიტურგიაზე ბრძანა.
„დღევანდელ დღეს ეწოდება განცხადების დღე, გამოცხადება წმინდისა სამებისა. წმინდა სამება არის ის ძალა, რომელიც გაწმენდს კაცობრიობას ყოვლისაგან ბიწისა, რომელიც იხსნის ბოროტისაგან. ინებოს უფალმა, რომ ყოველი ადამიანი განიწმინდოს. დღეს წაიღებთ წყალს- ასხურეთ სახლში, შვილებს, თქვენს კარ-მიდამოს“-ბრძანა პატრიარქმა.
18-12-2024