9-11-2018
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა მუხიანის ნაკვეთების, თემქა-მუხიანის გადასასვლელის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, დავით ნიშნიანიძის და რომელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 02 საათიდან 07 საათამდე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და ანაპის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
თბილისის მერიის პროექტით გათვალისწინებული ფალიაშვილის და კეკელიძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კი, 11 საათიდან 18 საათამდე 1 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა ილია ჭავჭავაძის გამზირის, კეკელიძის, თაყაიშვილის, ნაფარეულის, ბარნოვის, რაფიელ ერისთავის, ბაზალეთის, ირაკლი აბაშიძის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხებათ.