გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი: ძალიან ვამაყობ, რომ დიპლომატიის დღე ჩემი დაარსებულია

10-11-2018

"მე ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დააარსა დიპლომატიის დღე, რითაც ძალიან ვამაყობ," - ამის შესახებ მედიასთან საუბრისას პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც თბილისის საკრებულოში დიპლომატიის დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.


სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველ დიპლომატებთან მუშაობა.


"მე ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დააარსა დიპლომატიის დღე. ეს იყო 2004 წელს, რითაც მე ძალიან ვამაყობ. ეს პირველი ნიშანია საქართველოს დიპლომატიური კორპუსის პროფესიონალიზმის აღიარებისა. მნიშვნლოვანია ის, რომ ქვეყანამ, სახელმწიფომ აღიაროს, თუ რამდენად საჭიროა ამ ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა. მინდა ყველა დიპლომატს მივულოცო ეს დღე და ვუთხრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მათთან თანამშრომლობა ჩემთვის, როგორც მომავალი პრეზიდენტისთვის. მინდა გავიხსენო, რომ ამ წელს ჩვენ ვზეიმობთ დამოუკიდებლობის 100 წელს, რაც ამავდროულად დიპლომატიის 100 წელს ნიშნავს. ჩვენ გვყავდა პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი- აკაკი ჩხენკელი და დღეს უნდა გავიხსენოთ ეს დიდი დიპლომატები, რომლებიც ქვეყნის სამსახურში იყვნენ და შეძლეს ის ყველაფერი, რაც დიპლომატიას შეეძლო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930