გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: სიამოვნებით ამიღებდნენ ბილეთს საუკეთესო კურორტზე  და  ნობათსაც გამომიგზავნიდნენ ოღონდ აქ არ ვიყო  

19-01-2018


 

„ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის მთავრობის არა მისი ციხეში ჩასმა, არამედ ქვეყნიდან გაგდება სურს. ამის შესახებ მან კიევის სააპელაციო სასამართლოში მისი საქმის განხილვის გადადების შემდეგ ისაუბრა.

როგორც საქართველოს ექსპრეზიდენტი განმარტავს, მისი ციხეში ჩასმა ხელისუფლების დამხობას ნიშნავს.

 

კომედიაა უკვე ამდენჯერ სასამართლო სხდომის გადადება. ეს საქმე არ არსებობს, არც მტკიცებულებები არსებობს... ყველა დასცინის. ამათ უნდათ ჩემი ქვეყნიდან გაგდება, არ უნდათ, რომ უკრაინაში ვიყო. უკრაინაში ჩემი ციხეში ჩასმა ნიშნავს ხელისუფლების დამხობას. სიამოვნებით ამიღებდნენ საუკეთესო კურორტზე ბილეთს ერთი წლით და გამომიგზავნიდნენ ნობათს, რომ ოღონდ აქ არ იყოო. ამათი ამოცანა ესაა და არა ციხეში ჩემი ჩასმა“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

პროცესზე დღეს მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ უნდა ემსჯელათ, მაგრამ სხდომა ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდომარეობის გამო 26 იანვრამდე გადაიდო.

 

კიევის პეჩორის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და არ მიუსაჯა უკრაინული ოპოზიციის ლიდერს შინა პატიმრობა, პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031