გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილმა ევროსაბჭოს დელეგაციას არჩევნების დროს მომხდარ ინცინდენტებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

10-11-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით არსებული ვითარების შეფასება.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ნათია მეზვრიშვილი სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე, არჩევნების პირველი ტურის განმავლობაში მომხდარ ინციდენტებსა და მათზე საპოლიციო რეაგირების შესახებ ესაუბრა. მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრებს არჩევნების დროს მომხდარ ინცინდენტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების და პასუხისგებაში მიცემული პირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრის მონაწილეებს ნათია მეზვრიშვილმა სამინისტროს მიერ არჩევნების მეორე ტურის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებებიც გააცნო.

მხარეებმა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიღწევები, მათ შორის, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამოძიების კუთხით.

ნათია მეზვრიშვილმა სტუმრებს, ასევე, გააცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930