გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვიად კვაჭანტირაძე უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

10-11-2018

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე მიმართავს საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, "ნაცმოძრაობის" მიერ მომზადებული ნებისმიერი ფორმის თაღლითური შემოთავაზების შემთხვევაში, აუცილებლად დაუკავშირდენენ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს და გადაამოწმონ ნებისმიერი საეჭვო ტიპის ინფორმაცია.


“მინდა მიგმართოთ ყველას თხოვნით, გადაამოწმოთ მსგავსი ინფორმაცია, რომელიც შემოდის მიზანმიმართულად ჩვენი თანამემემულეების ჯგუფებში და კონკრეტულ პიროვნებებთან, გამოიყენოთ ამისთვის საქართველოს საელჩოებში და საკონსულო დაწესებულებებში მოქმედი 24 საათიანი ცხელი ხაზის სერვისი, რომ უპირველეს ყოვლისა დაცული იქნას თქვენი მოქალაქეობივი უფლება - მიიღოთ საქართველოს პრეზიდენტის არცევნებში მონაწილეობა. ამისთვის ხელისუფლებამ ყველა პირობა შეუქმნა ჩვენს თანამემამულეებს უცხოეთის ქვეყნებში. საკონსულო დაწესებულებები შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობენ. ასევე შეგახსენებთ, რომ ხვალ იწურება დღე, როდესაც თქვენ შეგიძლიათ დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე, რომ უზრუნველყოფილი იყოს თქვენი ჩართულობა საარჩევნო სიებში.


მინდა მივმართო შესაბამის უწყებებს და ორგანოებს, ზემოთ აღნიშნული შესაძლო თაღლითური სქემები აუცილებლად სასწრაფო რეჟიმში იქნას გამოძიებული და გაშიფრული და დადასტურების შემთხვევაში აუცილებლად მიღებული იქნას შესაბამისი სამართლებრივი ზომები“ - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო ქაცარავამ დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების წინააღმდეგ "ნაცმოძრაობა" და "რუსთავი 2" მორიგ ბინძურ კამპანიას გეგმავენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930