გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხათუნა თოთლაძე: მიმდინარეობს საკონსულო დაწესებულებების და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მიზანმიმართული კამპანია

10-11-2018

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში აქტიური ხასიათი მიიღო სოცილურ ქსელებში ცალკეული პირების მხრიდან ცრუ ინფორმაციის, კომენტარების, ვიდეო მასალების გავრცელებამ, რომელშიც ცალკეული მოქალაქეები საუბრობენ თითქოსდა საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის პროცესის და არჩევნებში მონაწილეობის მიღების ხელოვნურ შეზღუდვაზე.


თოთლაძის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით სწავლობს ყველა ასეთი ინფორმაციას.


"შედეგად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი ინფორმაციების მომრავლება ატარებს ერთგვარ ტენდენციურ ხასიათს და აშკარაა, რომ გარკვეული ძალების მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს საკონსულო დაწესებულებების და ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ კამპანიას.


თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ რამდენიმე ასეთ ფაქტზე: საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ შვედეთში უკვე უპასუხა მსგავსი სახის პროვოკაციულ ქმედებას. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, დილის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა შვედეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის მიერ, არასწორ მისამართზე გადაღებული ვიდეო, რომლის ავტორიც ირწმუნებოდა რომ საელჩო სამუშაო საათებში დაკეტილია და იგი ვერ ახერხებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას. აღმოჩნდა რომ ვიდეო შეგნებულად იყო გადაღებული საელჩოს შენობის სხვა სართულზე, მოცემული მოქალაქე კი უკვე იდგა საკონსულო აღრიცხვაზე. საელჩოს განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა მედიასაშუალებებს, მათ შორის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს, თუმცა ტელეკომპნიამ აღარ გაშუქა საელჩოს გამოხმაურება.


სოციალურ ქსელში აქტიურად ტრიალებს ასევე ვიდეო როგოლი თურქეთის ქალაქ იზმირიდან, სადაც თურქეთში მცხოვრები საქართველო მოქალაქეები უთითებენ ქ.იზმირში მდებარე საკონსულო დაწესებულებაზე და უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საკონსულო დაწესებულება დაკეტილია და ისინი ვერ ახერხებენ ხმის მიცემას. მოგახსენებთ, რომ ქ.იზიმირში საქართველოს არ გააჩნია საკონსულო წარმომადგენლობა, ვიდეოში მითითებული შენობა კი გახლავთ იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის პირადი საცხოვრებელი სახლი. ამასთან ვაზუსტებთ, რომ საპატიო კონსული არ ასრულებს საკონსულო ფუნქციებს, და ასევე არცერთ არჩევნებზე, რომლიც აქამდე ჩატარებულა საქართველოში, ქ. იზმირში არ ყოფილა გახსნილი საარჩევნო უბანი.


ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ სოციალურ მედიაში სისტემატიური ხასიათი მიეცა და მიზანმიმართულად ვრცელდება შეურაწმყოფელი და მუქარის შემცველი გზავნილები ქ.ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულო დაწესებულების მისამართით. მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი მიზანმიმართულად ეწევა საკონსულოს თანამშრომელთა დისკრედიტაციას. განცხადებებსა და კომენტარებში, რომელსაც ისინი ავრცელებენ სოციალურ ქსელში, მიზანმიმართულად ცრუობენ და აცხადებენ რომ მათ თითქოს უარი უთხრეს საკონსულო მომსახურებაზე.


მსგავსი სახის აქტივობაში ჩართული ერთ-ერთი ქალბატონი ასევე დაუკავშირდა მედიასაშუალებებს, და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა რომ მის მიერ დარეგისტრირებულ 100-ბით ადამიანს (რაც თავისმხრივ საეჭვო და დამაფიქრებელი მონაცემია) არ მიუვიდათ რეგისტრაციაზე დადგომის შეტყობინება. მოგვიანებით გაირკვა რომ მსგავს შეფერხებას ადგილი არ ჰქონია.


მსგავსი ფაქტების სიმრავლის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, ცალკეულ პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ჯგუფებს, მედიას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და დაუდასტურებელი ინფორმაციების გავრცელებისგან, არ იქცნენ ვიწრო პოლიტიკური ინტერესების იარაღად და მსგავსი ნაბიჯებით გაუცნობიერებლად ხელს ნუ უწყობენ არაჯანსაღი საარჩევნო კლიმატის დამკვიდრებას.


ჩვენის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით სწავლობს ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც მედიაში, სოციალურ ქსელებსა თუ უშუალოდ მოქლაქეების მხრიდან პირდაპირი კომუნიკაციის გზით ვრცელდება საკონსულო მომსახურების ან საპრეზიდენტო არჩევნებში მოქალაქეების მონაწილეობასთან დაკავშირებით.


აღსანისნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმალობაში საკონსულო აღრიცხვაზე დადგა 4000-მდე საქართველო მოქალაქე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ პროცესი საერთო ჯამში მიმდინარეობს ხარვეზების გარეშე და ცალკეული ჯგუფების მხრიდან განხორციელებული დეზინფორმაციული ქმედებები, ატარებს მიზანმიმართული კამპანიის ხასიათს.


კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მიმდინარე წლის 7 ნოემბრის #52 დადგენილებით არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის დადგინდა საზღვარგარეთ ჩვენი თანამოქალაქეების საარჩევნო მიზნებისათვისსაკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ბოლო ვადა - 2018 წლის 11 ნოემბერი (მუხლი 1. მე-3 ნაწილი).


მოქალაქეებმა, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის თხოვნით - არაუგვიანეს მიმდინარე წლის 11 ნოემბრის ჩათვლით - უნდა მიმართონ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს საკონსულო დაწესებულებას/დიპლომატიურ წარმომადგენლობასან ელექტრონულად (ონ-ლაინ რეჟიმში) დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით.


საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების საარჩევნო უფლების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, საკონსულო დაწესებულებები/დიპლომატიური წარმომადგენლობები გადასული არიან მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაცგულისხმობს არასამუშაო დღეებში მოქალაქეთა მომსახურების - მათ შორის - საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის განხორციელებას"-განაცხადა თოთლაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031