გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერავოში ახალი სკოლა აშენდა

10-11-2018

საქართველოს მასშტაბით მორიგი საჯარო სკოლის მშენებლობა ამჯერად, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერავოში დასრულდა. მიმდინარე სარემონტო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა. ახალი სკოლა რამდენიმე კვირაში შევა ექსპლუატაციაში.


ბოლო წლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობის სტანდარტი მნიშვნელოვანად გაზარდა და გაუთანაბრდა ევროპულს, შესაბამისად, ნაბეგერავოს სკოლაც ევროპულ ხარისხს შეესაბამება.


თანამედროვე, ვიტრაჟული სკოლის შენობა 120 მოსწავლეზეა გათვლილი და მის მშენებლობაზე სამ მილიონ ლარამდე დაიხარჯა. სკოლას აქვს აკუსტიკური ჭერი, ვინილის იატაკი, რომელიც მდგრადია და რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში უცვლელ ვიზუალს ინარჩუნებს. სკოლას განსაკუთრებულს ხდის რეგიონალური მნიშვნელობის დახურული სპორტული დარბაზი, რომელის ანალოგიც რეგიონში არ არის. დარბაზი 100 მაყურებელზეა გათვლილი და შესაძლებელია ხელბურთის, ფრენბურთის კალათბურთისა და ფეხბურთის რეგიონალური ჩემპიონატების ჩატარება. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სკოლა აღიჭურვება ლაბორატორიებით და თანამედროვე სასკოლო ინვენტარით.


სკოლის დირექტორის განცხადებით, ნაგებერავოს სკოლის მშენებლობით სოფლის მოსახლეობის ყველაზე დიდი სურვილი ასრულდა.


სკოლის ძველი შენობა 1908 წლიდან ფუნქციონირებდა არასტანდარტულ ხის შენობაში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლების განმავლობაში არასდროს განხორციელებულა. მოშლილი სასკოლო ინფრასტრუქტურა მოსწავლეების ახლომდებარე საჯარო სკოლებში გადინებას იწვევდა. ახალი სკოლის გახსნის შემდეგ კი, ნაბეგერავოს სკოლის მოსწავლეები თავიანთ სოფელში დაბრუნებიან და ახალ, ევროპული ხარისხის მქონე სკოლაში გააგრძელებენ სწავლას.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930