გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის პრესსამსახური პაატა დავითაიასა და „რუსთავი 2“-ს პასუხობს

10-11-2018

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, პაატა დავითაიასა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მასალა გაურკვეველ ვითარებაში წაიშალა საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდიდან.


პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


„გვსურს, გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, 2008-2012 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრის, პაატა დავითაიას განცხადებას და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მასალა გაურკვეველ ვითარებაში წაიშალა საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდიდან.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ მუშაობა 2009 წელს დაასრულა. კომისიის მუშაობის მასალები ავტომატურად გადავიდა არქივში.


2012 წლის ივლისში გაკეთდა პარლამენტის ახალი ვებ-გვერდი. ძველი ვებ-გვერდიდან ტექნიკურად ვერ მოხერხდა სრული მასალის საქართველოს პარლამენტის განახლებულ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადმოტანა.


განახლებულ ვებ-გვერდზე მხოლოდ კომისიის დასკვნა მექანიკურად, ხელით იქნა გადმოტანილი. ვებ-გვერდზე დაიკარგა დიდი მოცულობის ინფორმაცია 2012 წელს განხორციელებული კიბერშეტევის შედეგადაც. ამჟამად მოქმედმა ვებ-გვერდმა სწორედ აღნიშნული კიბერშეტევის შედეგად, 2013 წლიდან ჩაანაცვლა წინამორბედი. შესაბამისად, საგამოძიებო კომისიის მასალები არ განთავსებულა საქართველოს პარლამენტის არათუ მოქმედ, არამედ 2012 წელს შექმნილ ოფიციალურ ვებ-გვერდზეც“-ნათქვამია პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031