გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იმერეთში აფთიაქის დაყაჩაღების ფაქტი გაიხსნა, დაკავებულია ერთი პირი

11-11-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული ზ. ფ.


დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ზ.ფ. ქუთაისში, ერთ-ერთ აფთიაქს ყაჩაღურად თავს დაესხა და სალაროში არსებული თანხა გასტაცა.


სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.ფ. ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გატაცებული ფულის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.


გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031