გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ თავად ვართ ხელისუფლება, ვინც ადამიანის უფლებების დაცვით მოვიდა

11-11-2018

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მკაფიოდ განმარტა გუშინდელი მოვლენის შესახებ, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხელისუფლება, მმართველი ძალა პირველ რიგში ორიენტირებულია ადამიანზე და ყველა ადამიანის უფლება იქნება დაცული ნებისმიერ შემთხვევაში, მითუმეტეს კონსტიტუციური აქტი.


„გუშინ იყო მცდელობა პროვოკაციისა და მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ასეთ მცდელობას, ჩვენ გავცემთ კანონიერად საკადრის პასუხს.


მე ვიქნები სოლიდარული, მთელი საქართველოა სოლიდარული ბატონი ზაზა სარალიძის მიმართ და მისი დედის მიმართ, რომელმაც მკაფიოდ გასცა პასუხი ინციდენტს და აღნიშნა, რომ ის თავად დავარდა და პოლიციამ პირიქით, მას მოუარა, შემდეგ კი იყო მცდელობა, რომ ეს სხვა კონტექსტში გადაეტანათ.


ჩემი კოლეგა ელენე ხოშტარია ცდილობდა სხვა ინტერპრეტაცია მიეცა ამ ფაქტისთვის. ასეთი მცდელობები ხშირია ამ ორგანიზაციის მხრიდან, რასაც ქვია „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ და მე მოვუწოდებ საზოგადოებას ვეცადოთ, რომ მკაფიოდ გავმიჯნოთ ეს ყველაფერი. ჩვენ ყოველთვის ვართ ორიენტირებული ადამიანებზე, მათ უფლებებზე და სწორედ ამ კონტექსტში აღვნიშნე, რომ გიორგი გახარიამ სწორად განმარტა, ჩვენ ვიქნებით დამცველი ყველა ადამიანის უსაფრთხოების.


ალბათ ის გაუგებრობა და ინციდენტი მოყვა იმას, რომ შესაძლებელი იყო რაიმე ექსცესი ყოფილიყო კარვებთან დაკავშირებით. დღეს როგორც ვნახეთ ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობს და ამიტომ ჩვენ თავადაც ვართ ის ხელისუფლება, ვინც მოვედით ადამიანის უფლებების დაცვით“-განაცხადა ყაველაშვილმა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930