გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ოქტომბერი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თბილისის პროკურორი, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორები თანამშრომლებს წარუდგინა

16-07-2025

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თბილისის პროკურატურის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.


პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად თბილისის პროკურორად გიორგი მიქაია დაინიშნა, აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნამდე გიორგი მიქაია დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის თანამდებობას იკავებდა.


ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად დავით ჩხარტიშვილი დაინიშნა, რომელიც შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობას იკავებდა.


შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორად ლევან გეგეჭკორი დაინიშნა, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა.


გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა იმ თანამშრომლებს, რომლებსაც აღნიშნული თანამდებობები ეკავათ და ახალ პოზიციებზე წარმატებები უსურვა.


თანამშრომლებთან შეხვედრაზე, გენერალურამა პროკურორმა საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.


გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის განცხადებით, საკადრო ცვლილებები საქართველოს პროკურატურის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდას ემსახურება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031