გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბავშვის თანდასწრებით მეუღლის ცემაში ბრალდებულს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა

12-11-2018

სასამართლომ არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული ლ.მ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 16 ივლისს, ქ.თბილისში, ოჯახში ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ლ.მ-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეს - მ.ს-ს მისივე საცხოვრებელ ბინაში, სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი. 

სამართალდამცველებმა დ.ნ. 2018 წლის 19 ივლისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126'-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031