გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი: იური მეჩითოვის შეფასება 9 აპრილთან დაკავშირებით აბსოლუტურად მცდარია

12-11-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, 9 აპრილთან დაკავშირებით იური მეჩითოვის შეფასება აბსოლუტურად  მცდარია.

 

მისივე თქმით, მსგავსი შეფასებების გაკეთებისას მეტი ყურადღებაა საჭირო.

 

 

“ეს არის ერთი ადამიანის წარმოდგენა, რაც აბსოლუტურად მცდარია. მე მახსოვს  რა მასშტაბის აგრესიასთან ჰქონდა საქმე ჩვენს საზოგადოებას. ცხრა აპრილთან დაკავშირებით არა ერთი შემაჯამებელი დოკუმენტი დაიდო, სადაც აღნიშნულია რეალურად რა მოხდა,  რით დაიღუპნენ ადამიანები.  ასეთი შეფასებების გაკეთებისას  მეტი ყურადღებაა საჭირო და მეტად უნდა გავაანალიზოთ ყველა ფაქტი, რაზეც ვსაუბრობთ.


იური მეჩითოვს არანაირი კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“. ჩვენი ხელისუფლების დროს ძალიან ბევრმა ადამიანმა  დაიკავა კონკრეტული თანამდებობები და შემდგომ დატოვა. ნებისმიერი ასეთი ადამიანის განცხადებაზე ჩვენ პასუხისმგებელნი ვერ ვიქნებით, თუმცა როგორც ერთი ადამიანის მოსაზრებაზე მე შემიძლია ვთქვა რომ ის ცდება შეფასებებში,” -განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031