12-11-2018
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, დღეს მმართველი გუნდის ცენტრალურ ოფისთან პანკისიდან ჩამოსული მოსახლეობა აქციას გამართავს.
მისივე თქმით, აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან.
„აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ ეს ადამიანები არ დაისჯებიან. ნაწილი ხეობიდან ჩამოდის, ნაწილი გუშინ ჩამოვიდა და დღეს აპირებენ „ქართული ოცნების“ შტაბთან აქციის გამართვას, იმის მთხოვნით, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ამ სისხლიან ტერაქტში მონაწილეობდა, რომელიც იქნა ჩადენილი 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში. მთელი ხელისუფლება უნდა დაისაჯოს. რომ არა ელისო კილაძისნაირი ადამიანები და „რუსთავი2“-ის მთლიანი ჯგუფი, ხელისუფლება გველეშაპივით გადაყლაპავდა ხალხს. ეს არის დეგენერატი, დებილი, მხეცი ხელისუფლება და ივანიშვილი ამას პირში ვეტყვი,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.