12-11-2018
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ მმართველი გუნდისაგან მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ვინმე ემუქრებოდეს.
ეს განცხადება მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით გააკეთა.
“არამგონია რომელიმე სამხედრო მართლა ემუქრებოდეს მოღალატეს და მის ოჯახს. ეს დიდი ალბათობით ტყუილია,როგორც ბევრი სხვა რამ. თუ ამ განცხადებას რამე საფუძველი აქვს, პოლიცია და სუსი მათ ხელშია და მიაკვლიონ. ის კი უტყუარი ფაქტია, რომ ის ჩვენ გმირ სამხედროებს ციხეში ჩასმით ნამდვილად ემუქრება იმისთვის, რომ მათ სამშობლო დაიცვეს და ამას ის ვერანაირი ვირეშმაკობით და თავის მოკატუნებით ვერ გადაფარავს,” - წერს მიხეილ სააკაშვილი.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუქარის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.